მომავალი წლიდან, კომპანია Valode & Piestre-ი მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში, აფრიკის კონტიგენტის მასშტაბით ყველაზე მაღალი ცათამბრჯენის - Al Noor Tower-ის მშენებლობას დაიწყებს.
ცათამბრჯენის სიმაღლე 540 მეტრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2-ჯერ მაღალი იქნება ვიდრე Carlton Center-ია. 540 მეტრს სიმბოური დატვირთვა აქვს და ის აფრიკის ქვეყნების რაოდენობაზე მიუთითებს, რომელიც საერთო ჯამში 54-ს შეადგენს. არაბული დასახელების ცათამბრჯენის სახელი იშიფრება ასე: "სინათლის კოშკი".