2014 წელსსაქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბიზნეს ჯგუფმა - „ვისოლჯგუფმა" განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი მიღწევების ჩაწერა შეძლო და ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოახერხა, რომელიც არა მხოლოდ თავად „ვისოლ ჯგუფისათვის", არამედ სრულიად საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი.
საერთაშორისო ბრენდების „ეკოს", „ვენდის", „შევრონის", „ვიანორის", „პირელის" შემდგომ 2014 წელს „ვისოლ ჯგუფმა" ხელი მოაწერა გრძელვადიან ექსკლუზიურ ხელშეკრულებას „დანკინ ბრენდთან", რის საფუძველზეც კომპანია მსოფლიოში წამყვანი ამერიკული რესტორნების ქსელის - „დანკინდონატსის" 35 რესტორანს გახსნის საქართველოში. „დანკინდონატსი" არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდი, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის და რომლის საქართველოში შემოსვლაც მასტიმულირებელია სხვა მსოფლიო ბრენდებისათვის ჩვენს ქვეყანაში განავითარონ ბიზნესი და ეკონომიკა.
2014 წლის საუკეთესო ბიზნესმენი "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ხოლო წლის ბრენდი „სმარტი" გახდა. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2014 წლის ლაურეატები 12 ნომინაციაში დასახელდნენ. გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის GCG-ის მიერ გამოკითხული 2360 რესპონდენტის მოსაზრების საფუძველზე გამოვლინდნენ.აღსანიშნავია, რომ "ოქროს პერგამენტის" ფარგლებში სოსო ფხაკაძე საუკეთესო წლის ბიზნესმენად უკვე მეორედ დაასახელეს.2014 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 150-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო.
„ვისოლმა"გაითვალისწინამომხმარებლის მოსაზრება, რომ საქართველოში ყველა დროის ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავი „ეკოს" საწვავია და 2014 წლის თებერვლიდან ექსკლუზიურად საქართველოში „ეკოს" პროდუქტების რეალიზაცია დაიწყო და დღეს „ეკო სუპერი 100", „ეკო სუპერი", „ეკო პრემიუმი", „ეკო დიზელი" და „ეკო რეგულარი" „ვისოლის" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელშია წარმოდგენილი. ახლო მომავალში უკვე საქართველოშიც იქნება შესაძლებელია მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით (საავიაციო ფილტრით) გაწმენდილი „ეკოს" დიზელის -„დიზელ ავიოს" შეძენაც „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე.
საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების ცვლის არასტაბილური დინამიკა მუდმივად ზრდის მოთხოვნას ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტოგაზზე. შესაბამისად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2014 წელს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გაზ გასამართი სადგურების ქსელის განვითარებისათვის 65 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სინდიცირებული სესხი გამოუყო. "ვისოლმა" 2014 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს გამართულ „ქართული მწვანე ბიზნესის დაჯილდოებაზე" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან „მწვანე კამპანიებისთვის" ჯილდო მიიღო.
„ვისოლს" სურს, რომ მომხმარებლისთვის კომპანიასთან ურთიერთობა კომფორტული იყოს არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონებშიც, ამიტომ ბრენდმა გააფართოვა მომსახურების ცენტრების ქსელი და თბილისში აღმაშენებლის მე-9 კილომეტრზე და ქუთაისშიც უკვე შესაძლებელია „ვისოლის" ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების მიღება.
სუპერმარკეტების ქსელ „სმარტისათვის" წლევანდელი წელი სიმბოლურია, რადგან 2014 წელს, ვაკის და საბურთალოს ობიექტების გახსნის შემდგომ, 14 სუპერმარკეტით ასრულებს. „სმარტი" მომავალ წელსაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს ქსელს და „სმარტის" 20 000- მდე დასახელების პროდუქტი კიდევ მეტი უბნისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის იქნება ხელმისაწვდომი „ხარისხით დეტალებში!".
„ვენდის" ამერიკული რესტორანი 2014 წელს ვაკესა და საბურთალოს ობიექტების გახსნის შემდგომ თბილისში უკვე ოთხია. საბურთალოს „ვენდი" მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდია" და უკვე დიდი ხანია ყველა დარწმუნდა, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია".
2014 წელს „ვისოლმა"„ფორმულა ალფას" კლასში მოღვაწეყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდით საავტომობილო სპორტის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და BMW კლუბის მიერ ორგანიზებულ „დრაგის" და „დრიფტის" 2014 წლის ჩემპიონატებს „ეკოს" ენერგია შემატა.
2014 წელს „ვისოლ ჯგუფმა" ყველაზე მაშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" ყველაზე საყოველთაო პროექტად აქცია. სახელმწიფო, საპატრიარქო, არასამთავრობო ორგანიზაციები გააერთიანა და თითოეულ მომხმარებელთან ერთად, რომელმაც „ვისოლში", „სმარტში", „ვენდისში" თითო წიგნი მაინც გააჩუქა, 50-მდე რეგიონალური ბიბლიოთეკის მომარაგება შეძლო.
ყველაზე მთავარია ის, რომ „ვისოლის" დევიზია - „ხარისხი, რომელსაც ვენდობი", „სმარტის" დევიზია - „ხარისხი დეტალებში", ხოლო „ვენდის" დევიზია - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია", შესაბამისად, ხარისხი ჩვენი ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია. ეს არის მთავარი ფილოსოფია, რასაც ეფუძნება 5 000 ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა, რომლებიც ერთ დიდ ოჯახში, „ვისოლ ჯგუფში" ერთიანდებიან, რომ თქვენ ჩვენ წევრ კომპანიებთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილება მოგცეთ.