სმოლენსკში, ავიაკატასტროფის დროს ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის უკანასკნელ გზაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც გააცილებს.
ჯერჯერობით უცნობია დელეგაციის ვარშავაში გამგზავრების თარიღი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
ამასთან, როგორც ცნობილია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში აშშ-დან ჩავა, სადაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი მიწვევით "ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ" ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ამ დროისთვის კვლავ უცნობია პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის ადგილი და დრო.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.
ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც დაესწრება