საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის მიერ მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების დასანერგად ლიცენზიის გასაცემ აუქციონში "ბილაინმა" გაიმარჯვა.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების წარმოდგენის ვადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 19 დეკემბრის 17:00 საათზე ამოიწურა. განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „მობიტელმა", TM „ბილაინმა" წარმოადგინა.
რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 48 364 386 ( ორმოცდარვა მილიონ სამასსამოცდა ოთხიათას სამასოთხმოცდაექვს ) ლარს შეადგენს.
სულ ბილაინს მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვისათვის საჭირო ლიცენზია 50 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
ბილაინი ვალდებული იქნება, გარდა მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულებისა, 2016 წლის 1 თებერვლამდე მეოთხე თაობის ფ ინტერნეტ მომსახურება დანერგოს საქართველოს იმ დასახლებულ პუნქტებში სადაც საქართველოს მოსახლეობის - უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, შემდეგი პირობებით:
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ:
1. 30%-ში 2016 წლის 1თებერვლამდე
2. 50%-ში 2017 წლის 1თებერვლამდე
3. 70% -ში 2018 წლის 1თებერვლამდე
4. 90%-ში 2020 წლის 1თებერვლამდე
" კომპანია ბილაინისთვის ეს არის ისტორიული დღე. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, ვინც ლიცენზია შეიძინა, ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ გარდა დიდი ქალაქებისა და დასახლებებისა, ყველა პატარა სოფელს და დასახლებას ექნება უსწრაფესი და ხელმისაწვდომი ინტერნეტი. მოხარულები ვართ, რომ ქვეყნისათვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში , პირველები ვარ" განაცხადა "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.