ბათუმში, ერას მოედანზე მდებარე მთავარ საახალწლო ატრიბუტს გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ნაძვის ხეზე დამონტაჟებული საახალწლო განათება გახდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს. ერას მოედანზე იმყოფებოდა ბათუმის მერიც.
საახალწლო ნაძვის ხე გუშინ საღამოს საზეიმოდ განათდა.
მასალის გამოყენების პირობები