რუსეთი ხორბლის ექსპორტზე გადასახადს აწესებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა ტელეარხ „როსია 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გადასახადის მოცულობაზე შესაბამისი უწყებები უახლოეს ხანებში შეთანხმებიან, ახალი რეგულაციები კი თებერვლიდან ამოქმედდება. ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ საექსპორტო გადასახადების დაწესებით რუსეთი საერთასორისო ბაზარზე საკუთარ რეპუტაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.
მასალის გამოყენების პირობები