2014 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ,,სოკარის'' ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის წილი საწავის საერთო რაოდენობაში შეადგენს 29 %-ს.
ქვეყანაში ბენზინის საწვავის საერთო იმპორტიდან კომპანია ,,სოკარის'' წილი - 11,6%-ს შედგენს. წლეულს ,,სოკარი''-ს მიერ აზერბაიჯანიდან იმპორტირებულმა ბენზინმა, ქვეყანაში ბენზინის საწვავის მთლიან იმპორტში მხოლოდ 1,1 % შედგინა, ხოლო ევროპული წარმოშობის ბენზინის წილმა სოკარის ქსელში შეადგინა 91%.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ქვეყანაში დიზელის საწვავის საერთო იმპორტში კომპანია ,,სოკარის'' წილი შეადგენს 48%-ს.
საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების გაიაფების მიხედვით, გრძელდება ფასების შემცირება ,,სოკარი''-ს მთელი ქსელის მასშტაბით ყველა სახის ნავთობპროდუქტზე. მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე, სოკარის ქსელში საწვავზე ფასების კლება მოხდა 13-ჯერ და ჯამში 34 თეთრამდე შეადგინა. ამჯერად ფასები კიდევ 5 თეთრით შემცირდა და ა.წ 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა: ,,ნანო-დიზელზე''- 1,80 ლარი; ,,ევროდიზელზე''- 1,99 ლარი; ,,ნანო-რეგულარზე''- 1,83 ლარი; ,,ევრორეგულარზე''- 1,86 ლარი; ,,ნანო-პრემიუმზე''- 1,94 ლარი და ,,სუპერზე''- 2,05 ლარი და ბუნებრივი გაზზე - 1,13 ლარი.
გარდა აღნიშნულისა, ,,სოკარის'' მომსახურების ცენტრებში ქვეყნის მტელი მასშტაბით, მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას 5-დან 15 თეთრამდე, ხოლო ქრისტეშობისა და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, კომპანია სთავაზობს კიდევ უფრო მეტ, 15 და 20 თეთრიან ფასდაკლებას, შესაბამისად ბენზინის და დიზელის საწვავებზე. ბუნებრივ გაზზე ფასდაკლება შეადგენს 9 თეთრს. აქტიურად მიმდინარეობს უნიქარდისა და ენერჯი ქარდის ბონუს ბარათებზე სასაჩუქრე ქულების დაგროვება. სოკარის მომხმარებელზე გაცემულმა უნიქარდისა და ენერჯი ქარდის ბონუს ბარათების რაოდენობამ 200 000-ს მიაღწია.
,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი'' გულითადად ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს და მომავალ 2015 წელს ჰპირდება უფრო მეტი სიახელეების შეთავაზებას მის ერთგულ მომხმარებელს.