მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სმოლენსკთან ავიაკატასტროფის დროს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის და დელეგაციის სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და სამძიმრის წიგნში პოლონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადოს და თავის გულისტკივილი დაწეროს.
პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო საქართველოში დრეს გლოვის დღეა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.