დამსახურებული მხატვარი და ჭედური ხელოვნების წარმომადგენელი კობა გურული ავადმყოფობის შედეგად, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქართული ემიგრაციის მუზეუმიდან აცნობეს.
კობა გურულს 60-იანი წლებიდან არაერთი საერთაშორისო გამოფენა ჰქონდა მოწყობილი. მისი ნამუშევრები ქართული ემიგრაციის მუზეუმშიც ინახება.
მათივე ინფორმაციით, კობა გურული იყო ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. კობა გურულს 13 აპრილს დაკრძალავენ.