აჭარა არასაზღვაო სეზონზე შიდა ტურისტების მოსაზიდად გააქტიურებას იწყებს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ამ მხრივ ყველაფერი კეთდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბათუმი და ზოგადად აჭარა შეეცდება ზამთრის სეზონზე მარკეტინგული ღონისძიებები კიდევ უფრო გააქტუროს, უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა შეძლოს და საქართველოს სხვა რეგიონებს (ზამთრის პერიოდში) ღირსებული კონკურენცია გაუწიოს.
მოგეხსენებათ ასევე, რომ 2015 წლიდან ექსპლუატაციაში შევა სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძიც, სადაც სამუშაოებიც ახლაც მიმდინარეობს. ამას დამატებული გომარდულისა და ქედლების სამთოკურორტი და მთლიანობაში აჭარა ზამთარში უკვე ზამთრის ტურიზმის მოყვარულების ღირსებულ მასპინძლობასაც შეძლებს.
შესაბამისად 2015 წლიდან აჭარას უფრო ტურისტული პროდუქტი ექნება აჭარას, რომლის პოზიციონირებას მოხდება. ჩვენი მიზანია, რომ ქართველო ტურისტის შეხედულება და მოლოდინი შევცვალოთ აჭარის მიმართ",- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები