საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იუე ბინს შეხვდა.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებულ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, კონტაქტების განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ჩინეთის ელჩმა დაადასტურა, ოფიციალური პეკინის მზადყოფნა მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ "აბრეშუმის გზის ფორუმში" ჩინური მხარის მონაწილეობის შესახებ. გამოითქვა კმაყოფილება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა, ჩინეთიდან საქართველოში ინვესტირების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს.
საუბარი ასევე შეეხო, 2015 წლის განმავლობაში მხარეებს შორის მაღალი დონეზე ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
ელჩმა ხაზი გაუსვა, ოფიციალური პეკინის ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ.