2014 წლის ბოლოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების აღსანიშნავად მარკეტინგული კამპანია შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ ყველა უცხოელ სტუმარს საჩუქრად გადაეცემა სააგენტოს მიერ დაბრენდილი ღვინო.
20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის აეროპორტებში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით. მათ სააგენტოს სახელით, გადაეცემათ 2012 წლის საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი მშრალი, ღვინო. ღვინის ეტიკეტი სპეციალურად აღნიშნული კამპანიისათვის დამზადდა და იგი ასახავს მნიშვნელოვან ფაქტებს ქართული ღვინის წარმოებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის თაობაზე.
კამპანიის ფარგლებში დაახმოებით 47 000 უცხოელ ვიზიტორს გადაეცემა სპეციალური საჩუქარი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო აღნიშნული კამპანიით იმედოვნებს, რომ გაიზრდება ცნობადობა ევროკავშირთან ახალი სავაჭრო რეჟიმის თაობაზე და მოხდება ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე და ამასთანავე ექსპორტიორებისათვის ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ექსპორტის განვითარების სამსახური დაეხმარა ადგილობრივ მწარმოებლებს ახალი ბაზრების ათვისებაში რის შედეგადაც უშუალოდ სააგენტოს დახმარებით 2014 წელს გამოფენების მეშვეობით კომპანიების მიერ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ 1 260 000 აშშ დოლარს გადააჭარბა და გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი.
ჯამში 40-ზე მეტ ექსპორტიორ კომპანიას გაეწია საკონსულტაციო მომსახურება. 20-ზე მეტმა მეწარმემ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით საკუთარი პროდუქცია წარადგინა მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე.
სამომავლო გეგმები
2015 წლიდან აქტიურად გაგრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა დამხმარე მექანიზმების გამოყენებით
o სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება 10%-ის ოდენობით
o თანამონაწილეობა სესხის უზრუნველყოფაში მაქსიმუმ 30%-ით
o სალიზინგო მომსახურების თანადაფინანსება
დაგეგმილია მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის დაწყება საქართველოს რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მეწარმეებს გადაეცემათ 5000 ლარი საკუთარი საქმის წამოსაწყებად, ხოლო მეწარმეთა ჯგუფზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ 15 000 ლარი.
2015 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ქართველ ექსორტიორებს მიეცემათ შანსი წარადგინონ საკუთარი პროდუქცია შემდეგ საკვები პროდუქტებისა, სასმელების და ფარმაცევტულ საერთაშორისო გამოფენებზე: „RIGAFOOD 2015", რიგა, ლატვია; "SIAL CHINA 2015" შანხაი, ჩინეთი; "Summer Fancy Food Show", ნიუ-იორკი, აშშ; "Gulf Food 2015", დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები; საკვები კროდუქციის გამოფენა-"Anuga", კიოლნი, გერმანია; ფარმაცევტული პროდუქციის გამოფენა „CPhl" მადრიდი, ესპანეთი.
მასალის გამოყენების პირობები