„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შედის, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
კანონპროექტი მესამე მოსმენით განხილვისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, მიხეილ როინიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტის დასკვნაში გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში სრულად იქნა ასახული, გათვალისწინებულ იქნა რედაქციული ტიპის შენიშვნებიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
მასალის გამოყენების პირობები