რუბლის გაუფასურებამ, ლონდონის უძრავი ქონების ბაზარი გააცოცხლა. უცხოური მედია წერს, რომ რუბლის გაუფასურების ფონზე ლონდონის უძრავი წონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა. მდიდარი რუსების უმეტესობას ქონების დაკარგვის შეეშინდა და ის კაპიტალი რაც გააჩნდათ ლონდონის უძრავი ქონების ბაზარში დააბანდეს.
რუსების უმეტესობას ლონდონის ცენტრში მდებარე სახლის საყიდლად 20 მლნ ფუნტის დახარჯვა სურს. ზოგიერთი მდიდარი რუსი კი ლონდონში 100 მლნ ფუნტის ღირებულების სახლსაც ყიდულობს.