კომპანია Samsung-ი არასოდეს არ ერიდებოდა, საკუთარი კონკურენტის - Apple-ის იდეები გადაეღო. როგორც ჩანს კორეულ კომპანიას Apple Pay-ის მიღწევები მოსვენებას არ აძლევს. უცხოური მედია იტყობინება, რომ Samsung-ს საკუთარი საგადამხდელო სისტემის შექმნა სურს.
როგორც ცნობილი ხდება, Samsung-ი ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს სარტაპ LoopPay-სთან. თუ კი გარიგება შედგება, მაშინ Samsung-ი Apple Pay-ს წარმატებას უკვე 2015 წლიდან გაიზიარებს.