გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილმა დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თოთოეულ ოჯახს ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით გამოუყოს 200 ლარი.
აღნიშნული მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 335 400 ლარი, მათ შორის:
• გორის მუნიციპალიტეტს - 1 394 800 ლარი;
• ქარელის მუნიციპალიტეტს - 646 600 ლარი;
• კასპის მუნიციპალიტეტს - 111 000 ლარი;
• საჩხერის მუნიციპალიტეტს - 85 400 ლარი;
• ხაშურის მუნიციპალიტეტს - 69 600 ლარი;
• ონის მუნიციპალიტეტს - 28 000 ლარი.
აღნიშნული სახსრები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაერიცხებათ, რომლებიც შემდეგ უზრუნველყოფენ ბენეფიციარების ანგარიშებზე თანხების დარიცხვას.