სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ევროპარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სტუმრობას პოზიტიურად აფასებს. რაც შეეხება იმას თუ რატომ გადაწყდა მოულოდნელად საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის სტრასბურგში გამგზავრება მთავრობის სხდომის შემდეგ ბაქრაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ ვიზიტის დროს მას თან ახლავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ან მისი მოადგილე.
,,რაც შეეხება იმას, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის დაესწროს რატიფიცირებას, ეს არის მისასალმებელი ფაქტი. პრეზიდენტიც ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან მისი მოადგილე ყოველთვის ესწრება ვიზიტს", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან. ამასთან რატიფიცირებას ,,ევროპის სახალხო პარტიის" მოწვევით საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.