შავი ოქროს ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა. დღეს დილით ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ღირებულებამ 56,21 დოლარი შეადგინა, ლონდონის ბირჟაზე კი ბარელის ფასი 60,97 დოლარით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსთა მტკიცებით, ნავთობის ღირებულების მატება ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც ნავთობის კომერციული მარაგი ქვეყანაში 0,2 პროცენტით შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები