შვედურმა ბანკმა "ფორექსმა" რუბლის შესყიდვა შეწყვიტა. ამის მიზეზად შვედური მხარე რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებს: "რუსულმა რუბლმა თვითღირებულების ნახევარი დაკარგა და არანაირი პოზიტიური სიგნალი არ არსებობს იმისა, რომ რუბლის კურსი დასტაბილურდება. ამიტომ, იძულებულნი ვხდებით, რუსული ფულის შესყიდვაზე უარი ვთქვათ და რუბლის რეზერვი შევამციროთ" "ფორექსს" შვეციაში, ფინეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ყველაზე დიდი ქსელი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები