ევროპულმა საიტმა GoEuro -მა შედარებით იაფფასიანი სასტუმროების ანალიზი გააკეთა და იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც სასტუმროში ღამის თევა შედარებით იაფი ჯდება. საერთო ჯამში 150 ქალაქის 60000 სასტუმროს შედარება მოხდა.
კვლევამ აჩვენა, რომ სასტუმროებში ყველაზე ოპტიმალური ფასები ევროპაშია. 10 პოზიციიდან 6 პოზიცია, ყველაზე იაფფასიან სასტუმროების რეიტინგში სწორედ, რომ ევროპულმა ქალაქებმა დაიკავა.
მაგალითისათვის, ბელგრადის სასტუმროში ღამის თევა 33 ევროდაცაა შესაძლებელი. ანალოგიური ფასია ვარშავაში ღამის თევაზეც. ოდნავ უფრო იაფად, 31, 5 ევროს შეიძლება ღამის გათევა ბუქარესტში და თურქულ კურორტ ანტალიაში.
რაც შეეხება სოფიას, აქ ღამის გათევა სასტუმროში 29 ევროდაცაა შესაძლებელი. სოფია ყველაზე იაფიანი სასტუმროების რეიტინგში მესამე პოციზიაზეა.
რაც შეეხება ალბანეთის დედაქალაქს ტირანას, აქ ღამის თევა 26,5 ევროდაცაა შესაძლებელი.