Paycard-ი ვითიბი ბანკისა და ნოვა ტექნოლოჯის ერთობლივი ბარათია, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, დაიბრუნოს დახარჯული თანხის ნაწილი.
სავაჭრო ობიექტებსა და ფასდაკლებების ონლაინ პორტალზე www.dealbox.gePaycard-ით ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 5-20%-მდე cashback-ს, რომელსაც დააგროვებს ელექტრონული საფულის ანგარიშზე - Paybox ბალანსზე. გარდა ამისა, მომხმარებელი შეძლებს გადარიცხოს თანხა Paycard ბარათსა და Paybox ბალანსს შორის 24/7 რეჟიმში საკომისიოს გარეშე.
Paybox ბალანსზე დაგროვილი cashback-ით მომხმარებელი გადაიხდის ნოვა ტექნოლოჯის სწრაფი გადახდის ტერმინალებსა და ვებ-გვერდზე www.paybox.ge განთავსებული ყველა პროდუქტისა და მომსახურების საფასურს ან გაანაღდებს თანხას ბანკომატში. ვითიბი ბანკისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო 0%-ია.
Paycard ბარათის შეძენა შესაძლებელია ნოვა ტექნოლოჯის სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით, ვებ-გვერდებიდან www.paybox.ge და www.dealbox.ge, ასევე ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის დამზადება და ანგარიშის მომსახურება უფასოა.