სტივ ჯობსის ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, ნიუ-იორკში აუქციონზე 365 ათას დოლარად გაიყიდა.
აპარატი The Apple 1, რომელიც თავად ჯობსმა 1976 წელს 600 დოლარად შეიძინა Christie's-ს აუქციონზე საკმაოდ მაღალ ფასად გასხვისდა. თუმცა აუქციონის ორგანიზატორები შედარებით მარალი თანხის მიღებას ვარაუდობდნენ, მათი ვარაუდით ჯობსის კომპიუტერს 400-600 ათასი დოლარის შემოსავალი უნდა მოეტანა.