ბრიტანული გაზეთი The Financial Times-ი მსოფლიოს გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვიტაც ირკვევა, რომ მსოფლიოს მასშტაბით Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ყველაზე გავლენიანი ადამიანია.
გამოცემა წერს, რომ ტიმ კუკის ხელ№ძღვანელობის პერიოდში კომპანიამ IT-ბაზარზე უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია.
ნოემბრის მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ, ნიუ-იორკის ბირჟაზე 700 მლრდ დოლარს გადააჭარბა. მაგალითისათვის, კომპანიის ღირებულება დღეს 72 %-ით მაღალია ვიდრე ნავთობკომპანია Exxon-ის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლის დასაწყისში Apple-ის აქციების ღირებულება 50 %-ით გაიზარდა.
თავის მხრივ კი Forbes-მა Apple ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დაასახელა.