კომპანია Apple-მა მომწოდებლებს 24 მლნ ე.წ. "ჭკვიანი საათი" - Apple Watch-ი დაუკვეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Apple Insider-ი ავრცელებს.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუ კი აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ Apple-სგან ეს საკმაოდ თამამი განაცხადია, რადგანაც 2013 წელს მსოფლიოში სულ 3,3 მლნ ფიტნეს საათის რეალიზაცია მოხდა.
გამოცემა Taiwan's United Daily News-ი კი იტყობინება, რომ კომპანია Quanta Computer-ი, რომელმაც Apple-სათვის საათები უნდა აწარმოოს, თანამშრომელთა მობილიზება აქტიურად დაიწყო, რათა "ცაკბეჩილი ვაშლის" შეკვეთა შეასრულოს. Quanta-მ თანამშრომელთა რაოდენობა ფაქტობრივად გააორმაგა.