"პროკრედიტ ბანკი" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოსდაცვით საკითხებს. ამის დასადასტურებლად კარგ მაგალითს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბანკმა ავტოპარკის განახლების პროცესი დაიწყო და 2014 წლის Toyota-ს ფირმის 10 ჰიბრიდული მანქანა შეიძინა.
ჰიბრიდული სისტემის მუშაობის მთავარი პრინციპი და უპირატესობა საწვავის ხარჯის ოპტიმიზაცია და CO2 გამოყოფის შემცირებაა, განსაკუთრებით კი ქალაქში მოძრაობის პირობებში. როდესაც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე 60 კმ/სთ-ს არ აღემატება, ბენზინის ძრავი ავტომატურად ითიშება და მანქანა მთლიანად ელექტრო ძრავის საშუალებით მოძრაობს. ახალი ჰიბრიდები უკვე გადანაწილდა პროკრედიტ ბანკის 3 სტრატეგიულ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის მიზნით, პროკრედიტ ჯგუფი ახალ მიდგომებს ნერგავს და მათში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, როგორიც ავტომანქანის ძრავის ჰიბრიდული სისტემაა, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოს დიდ ქალაქებში და ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს", - აცხადებს "პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი ასმუს როტნე .
შეგახსენებთ, რომ პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-დან მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია) და მის საქმიანობას გერმანიის ცენტრალური ბანკი და საბანკო ზედამხედველობის ორგანო (BaFin) არეგულირებს.