საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო სააგენტომ (IATA) მსოფლიო ავიაციის 2014 წლის მოგების პროგნოზს გადახედა და განმარტა, რომ წელს მოგება პროგნოზირებულზე მეტი იქნება. რაც შეეხება 2015 წელს
IATA-ს გათვლებით, საწვავის გაიაფების ფონზე, მსოფლიო ავიაციის მოგება 25 %-ით გაიზრდება.
ასოციაციამ 2014 წლის მოგების პროგნოზი 19,9 მლრდ დოლარამდე გაზარდა, მაშინ როდესაც ივნისში 18 მლრდ დოლარიან მოგებას ვარაუდობდა. ექსპერტების გათვლებით 2015 წლისთვის მოგების მაჩვენებელი 25 მლრდ დოლარს მიაღწევს.2013 წელს კი მსოფლიო ავიაციამ 10,6 მლრდ დოლარის მოგება მიიღო.
იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ 2015 წლისთვის ავიაბილეთების ღირებულება სავარაუდოდ 5,1 %-ით გაიაფდება.