ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულია, ხოლო ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება კი გაზრდილი. „Policy and Management Consulting Group"-ის ( PMCG) ექსპერტების შეფასებით, 2014 წლის ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია (-5.1%; -14.7 მლნ. დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია (8.7%; 62.7 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
„შედეგად გაუარესდა სავაჭრო ბალანსი (-17.9%; -77.4 მლნ.დოლარი). აღნიშნული მიუთითებს, რომ შემცირდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, ხოლო ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება გაიზარდა",- განმარტავენ PMCG-ში.
მასალის გამოყენების პირობები