TripAdvisor-ის კვლევებით, ლონდონი შობა-ახალი წლისთვის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. პორტალის ინფორმაციით, შობა-ახალი წლისთვის ყველაზე მეტი ჯავშანი და მომსახურების შესყიდვა სწორედ, რომ ლონდონზე მოდის. წინასაახალწლო დღეებში ბრიტანეთის დედაქალაქში სასტუმროში ღამის თევა საშუალოდ - 205 ევრო ღირს, ხოლო ახალი წლისთვის კი ფასი 4,7 %-ით იზრდება.
პოპულარულობის მიხედვით, მეორე პოზიციაზეა პარიზი, სადაც სასტუმრო ნომრის საშუალო ღირებულება 194 ევროა, ხოლო ახალი წლისთვის კი ფასი 5 %-ით იზრდება.
პარიზის შემდეგ რეიტინგში მოდიან, ნიუ-იორკი და მადრიდი.