არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის შპს RAMTRANS GROUP ჯარიმის სახით 8000 ლარს გადაიხდის. აღნიშნული სანქცია კომპანიას დეკლარირების წესის დარღვევის გამო დაეკისრა. კერძოდ, 9 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის „გარდაბანის" ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული RAMTRANS GROUP-ის კუთვნილი ვაგონის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი: ლედსანათი - 690 ცალი - და შეკიდული ჭერის ფირფიტები - 3440 ცალი. კომპანიის კუთვნილ მეორე ვაგონში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ასევე ლედსანათები - 505 ცალი - და შეკიდული ჭერის ფირფიტები - 2340 ცალი - აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თითოეული ამ ფაქტის გამო, საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის 26-ე ნაწილის შესაბამისად, კომპანიას, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4000-4000 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები