გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-მ ახალი ლოუკოსტერის შექმნის შესახებ განაცხადა. ევროპაში მცირე მანძილიან რეისებზე ფრენებს, Lufthansa-ს შვილობილი Eurowings-ი განახორციელებს.
აღნიშნულ პროექტში Lufthansa-ს მთავარი პარტნიორი გერმანულ-თურქული ავიაკომპანია Sun Express-ი იქნება. ახალი ლოუკოსტერი ფრენებს 2015 წლის ბოლოდან დაიწყებს. აღნიშნული პროექტით კი Lufthansa შეეცდება კონკურენცია გაუწიოს ბრიტანულ Easy Jet-სა და ირლანდიურ Ryan Air-ს.