პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის შესაძლო გამოცხადების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად პროკურატურასა და ინტერპოლს მიმართონ.
,, რაც შეხება სააკაშვილს მე არ მსურს ამაზე კომენატრი გავაკეთო გთხოვთ მიმართოთ პროკურატურას, მიმართოთ ინტერპოლს და ისინი გაგცემენ პასუხს. მე როგორც ვიცი ჯერ კიდევ ჩემი შს მინსტრობის დროს გამოცდილი მაქვს, რომ ინტერპოლით ძებნის გამოცხადება ხანგრძლივი პროცედურაა და ეს ასე მარტივად არ ხდება", _განმარტა პრემიერმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების თხოვნით ინტერპოლს მიმართა, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინტერპოლის გადაწყვეტილების შესახებ პროკურატურას პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
"ინტერპოლს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს",-განაცხადა შოთაძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიგნით ძებნა უკვე გამოცხადებულია.