9 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც გენდერული ბიუჯეტირების საკითხებს მიეძღვნა.
შეხვედრაზე გაეცნენ სამეგრელოსა და კახეთის 16 მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტის დანერგვის შედეგებს და ქვეყნის მასშტაბით ამ მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებს, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ბიუჯეტირების პრინციპები და მისი მნიშვნელობა რეგიონული განვითარებისთვის.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.