ნავთობის გაიაფებასთან ერთად რუსული ვალუტაც უფასურდება. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 53,8 რუბლი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 1,3 რუბლით მეტია, ევროს კურსი კი 1,5 რუბლით გაიზარდა და 66,18 რუბლით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები რუბლის კურსის დაცემას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ვარდნას და დასავლეთის სანქციებს უკავშირებენ, რუსეთის პრეზიდენტი კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბირჟაზე არსებული სპეკულიაციებით ხსნის.