სმარტფონების ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა მწარმოებელმა Apple-ი iPhone 6-თვის და iPhone 6 Plus-სთვის დიზაინის გადაწერაში დაადანაშაულა.
უცხოურ მედიაში კომპანია Digione-ს მიერ Apple-სთვის მიწერილი წერილი გამოჩნდა, რომლის საშუალებითაც ირკვევა, რომ "ჩაკბეჩილი ვაშლი" ახალ სმარტფონებში უკანონოდ იყენებს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც კომპანია Digione-ს მიერ ივლისშია დაპატენტებული. Digione-ში იმედოვნებენ, რომ Apple აღნიშნულ ფაქტს გაგებით მოეკიდება და საქმე სასამართლომდე არ მივა. აღსანიშნავია ისიც, რომ Apple ბევრჯერ დაადანაშაულეს ჩინურმა კომპანიებმა ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში, თუმცა ამერიკული კომპანია წარმატებით ასაბუთებდა და ადასტურებდა საკუთარ სიმართლეს, თუმც იყო წარუმატბელობაც.
2012 წელს Apple-ს Proview Technology-სთვის 60 მლნ დოლარის გადახდა მოუწია, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ ბრალდების გაბათილება ვერ მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები