„ვისოლის" და „ვიანორის" ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელი აქცია დაიწყო.1 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ყველა ვინც ჩაასხამს 30 ლარის ან მეტი ღირებულების საწვავს „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, საჩუქრად მიიღებს საქარე მინის საწმენდ ყინვაგამძლე სითხეს (ანტიფროსტის)და 5%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს „ვიანორის" ქსელში ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებაზე.
„„ვისოლსა" და „ვიანორს" სურს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების გარდა, ცდილობს წამახალისებელი აქციებით სასიამოვნო ურთიერთობების გამოცდილება მისცეს. „ვისოლისა" და „ვიანორის" საჩუქარი 5%-იან ფასდაკლებასთან ერთად, რომელიც ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებაზე ვრცელდება, განსაკუთრებულად საჭირო და სასიამოვნო ზამთრის სეზონზეა, როცა შესაბამისი საბურავებისა და ყინვაგამძლე საავტომობილო სითხეების შეძენა ყველაზე აქტუალურია", აცხადებს „ვიანორის" დირექტორი დათო წინწკალაძე.
5%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ერთჯერადია და მისი განაღდება შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით „ვიანორის" ნებისმიერ მომსახურების ცენტრში.
დღესდღეობით "ვიანორ ჯორჯია" ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის", „ფინას", "ტექსაკოს", "შევრონისა" და „ეკოს" საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა" და „პირელის" ბრენდის საბურავებს, „დეტას" აკუმულატორებს, „ფრამის" საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს'' საავტომობილო პროდუქტებს და სხვა ავტო აქსესუარებს. "ვიანორის" სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.
"ვისოლ ჯგუფმა" ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან" საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული „ვისოლ ავტო ექსპრესის" ქსელის რებრენდინგი დაიწყო. "ვიანორი" Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.