არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები", ბოლო 10 წლის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი ცვლილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, 2004 წლიდან 2008 წლამდე ლარი მყარდებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ კი კურსი დაეცა და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის ივნისში დაფიქსირდა - 1.8875 ლარი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ლარმა 2010 წლის ბოლოდან ისევ გამყარება დაიწყო და 2013 წლამდე კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.
2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ლარი ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. ნიშნულმა უკვე დღეს 1 დოლარზე 1.8604 ლარი შეადგინა