საქართველო რუსეთის მოქალაქეებისათვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, საახალწლოდ, ყველაზე პოპულარულ მიმართულებად სახელდება.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის პორტალი RATA-news -ი ტუროპერატორებზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის მოქალაქეებს შორის პოპულარობით სარგებლობს ასევე სომხეთი მიმართულება, ხოლო მესამე ადგილზე უზბეკეთია.
ტუროპერატორების განცხადებით, საახალწლო დღესასწაულების საქართველოში აღნიშვნის მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.
„ქართული ტურისტული პროდუქტის უპირატესობა საექსკურსიო პროგრამების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. წელს 31 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ტურისტები თითქმის ყოველდღიურად გაეცნობიან ახალ ადგილებს. მარშუტი თბილისი-ქუთაისი-ბათუმი, ავიაბილეთების გარეშე 2400 დოლარი ღირს. რაც შეეხება ავიაბილეთებს ფაქტობრივად არ არის დარჩენილი იაფფასიანი ბილეთები", - აცხადებს კომპანია „ჟარკოვ ტურის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი რენა გალუსტოვა.
რაც შეეხება სომხეთის მიმართულებას, აქ რუს ტურისტებს ავიაბილეთების ფასი ხიბლავთ, რაც საშუალოდ 333 აშშ დოლარს შეადგენს. თბილისის მიმართულება კი საშუალოდ - 588 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ რუსი ტურისტები საქართველოში ყოფნისას მოითხოვენ სამთო კურორტებზე დასვენებას, კონკრეტულად კი ბაკურიანსა და გუდაურს.