1-31 იანვარს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ყოველწლიური სავაჭრო-საინვესტიციო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც ეძლევათ. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექტორები: ტექსტილი, ტყავის ნაწარმი, მანქანები და მოწყობილობები, ფარმაცევტიკა, კოსმეტიკური საშუალებები, ელექტრონიკა და ელექტრონული ნივთები, საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, სპორტული ნივთები, სათამაშოები, სანიტარული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები ა.შ.