რუსეთი და თურქეთი თანხმდებიან, რომ სირიის კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, თუმცა მოსკოვსა და ანკარას პრობლემის გადაჭრის განსხვავებული ხედვა აქვთ. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სირიის ხელისუფლებაში ბაშარ ასადი დარჩება, კრიზისის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. განსხვავებული პოზიცია აქვს კრემლის ლიდერს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ასადი ხალხის მიერ არჩეული კანონიერი პრეზიდენტია, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 89 პროცენტმა მისცა.
მასალის გამოყენების პირობები