გარდაბნის 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის აირტურბინულ სადგურზე, რომელსაც საპარტნიორო ფონდი აშენებს - სითბოს აღმდგენი ორთქლის გენერატორების (HRSG) მონტაჟი დაიწყო. როგორც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტში აცხადებენ, ეს არის საქართველოში პირველი სითბოს აღმდგენი ორთქლის გენერატორები (HRSG), რომლებიც გაზის ტურბინებიდან გამოტყორცნილ გახურებულ ნამწვ აირებს ორთქლად აქცევს, რაც შემდგომ ორთქლის ტურბინის ოპერირებას განაპირობებს. სითბოს აღმდგენი ორთქლის გენერატორები (HRSG) Nooter/Eriksen-ის მიერ არის დამზადებული. ორთქლის გენერატორების ნაწილი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
სამონტაჟო სამუშაოების პარალელურად კი, თურქეთიდან ხორციელდება დანარჩენი ნაწილის ტრანსპორტირება, 150 ერთეული არაგაბარიტული მისაბმელიანი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით. სითბოს აღმდგენი ორთქლის გენერატორების (HRSG) მონტაჟს რამდენიმე თვე სჭირდება და მომავალი წლის მარტისთვის დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები