რუსული ეროვნული ვალუტის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მოსკოვის საფინანსო ბირჟაზე დღეს დოლარის ღირებულებამ 48 რუბლი შეადგინა, ევროს ფასი კი 60 რუბლით განისაზღვრა.
ბირჟის ანალიტიკოსთა მტკიცებით, რუსული ვალუტის გაუფასურება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, „შავი ოქროს" გაუფასურების მიუხედავად, ნავთობის მოპოვება არ შემცირდება.