მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სოკარის ავტოგასამართ ქსელს დაემატა ორი ავტოგაზგასამართი სადგური. ავტოგაზგასამართი სადგურები განთავსდა სოკარის უკვე არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე: კახეთის რეგიონში - ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №14 - ში და შიდა ქართლის რეგიონში - ქარელის რაიონის, სოფ. ურბნისთან, მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე.
ამიერიდან ავტომფლობელებს შეეძლებათ შეიძინონ ნავთობპროდუქტის ახალი ბრენდ ,,ნანო''-ს საწვავთან ერთად, ასევე ბუნებრივი გაზიც, და ამასთანავე დააგროვონ სასაჩუქრე ბონუს-ქულები უნიქარდისა და ენერჯი ქარდის ბარათებზე.
სოკარის ახალი ავტოგაზგასამართი სადგურები აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდების - ,,FORNOVO''-ს და ,,SAFE''-ს უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული, გაზ-საკომპრესორო დანადგარებით. აღნიშნული გაზ-საკომპრესორო დანადგარები გამოირჩევიან ხმაურის დაბალი დონით, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ, ხარისხიან და უსაფრთხოდ გამართვას.
სოკარის ავტოგაზგასამართ სადგურებზე ავტომობილების მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ სპეციალური სერვის-ბლოკები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ საბურავების წნევის რეგულირებას, წყლის დამატებას, სალონის ამოწმენდასა და სხვა. ასევე, ავტომფლობელთათვის განთავსებულია უფასო ავტო-მექანიკური სამრეცხაოები.
,,საგარეჯო''-ს ავტოგასამართ სადგურზე ფუნქციონირებს სადღეღამისო მარკეტი, ხოლო ურბნისის მრავალფუნქციურ კომპლექსში, საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი სუპერმარკეტი ,,გუდვილი'' ელის თავის ერთგულ მომხმარებელს.
აღნიშნულ ობიექტებზე სოკარის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 44 ადამიანია.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი''-ს 22 ავტოგაზგასამართი სადგური ფუნქციონირებს, ხოლო მთლიანი ქსელის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა 115-ს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები