"ლიბერთი ბანკმა" 5 წლის იუბილესთან დაკავშირებულ წამახალისებელ აქციებში გამარჯვებული მომხმარებლები დააჯილდოვა.
5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აქციები 19 სექტემბრიდან დაიწყო და 19 ოქტომბერს დასრულდა. დამატებით გაიამრთა Facebook კონკურსი, რომელიც 20 ნოემბერს დასრულდა. აქციების ფარგლებში, საჩუქარი ათმა იღბლიანმა მომხმარებელმა მიიღო.
პრიზები გადაეცა: ონლაინ განვადების ყოველ მე-100 მომხმარებელს - გამოვლინდა 2 გამარჯვებული; SmartPAY მომსახურების გამოყენებით, ყოველ მე-1,000 მსესხებელს - გამოვლინდა 2 გამარჯვებული; მობილური ბანკის აპლიკაციის გამოყენებით, ყოველი მე-1,000 ტრანზაქციის ავტორს - გამოვლინდა 4 გამარჯვებული; ლიბერთი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით შესრულებული ყოველი მე-5,000 ტრანზაქციის ავტორს - გამოვლინდა 1 გამარჯვებული; Facebook კონკურსის გამარჯვებულს - გამოვლინდა 1 გამარჯვებული.
იღბლიან მომხმარებლებს საჩუქრად ‘‘Apple''-ის მობილური ტექნიკა გადაეცათ.
„ლიბერთი ბანკი" მსგავს წამახალისებელ აქციებს ახლო მომავალშიც გეგმავს.
ბანკის ცნობით, მას შემდეგ რაც 2009 წლის სექტემბერში, ახალი ინვესტორის და მენეჯმენტის ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ ბანკის რებრენდინგი განხორციელდა და ბაზარზე „სს ლიბერთი ბანკი" გამოჩნდა, ბანკში ბევრი ცვლილება განხორციელდა.
ბანკების რეიტინგში „ლიბერთი ბანკმა" მეშვიდე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. „აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი საქართველოს საბაზრო სექტორთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება. 2009 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე, ბანკის აქტივები 453.4%-ით, ხოლო საბანკო სექტორის აქტივები 142.7%-ით გაიზარდა; ამავდროულად „ლიბერთი ბანკის" მთლიანი სესხები 710.6%-ით გაიზარდა, ხოლო იგივე მაჩვენებელი საქართველოს საბანკო სექტორისთვის 124%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია კლიენთა დეპოზიტების ზრდის ტემპი - ლიბერთი ბანკში ეს მაჩვენებელი 769.3%-ით გაიზარდა, ხოლო საბანკო სექტორში მხოლოდ 206.5%-ით. ლიბერთი ბანკი ემსახურება 1.5 მილიონამდე ფიზიკურ პირს, 95 000-ზე მეტ იურიდიულ პირს და საქართველოში მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს", - განმარტავენ „ლიბერთი ბანკში".
მასალის გამოყენების პირობები