ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდრისბერზინშისსაქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 2014 წლის 26ნოემბერს, 10:00 საათზე თბილისის საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმიგაიმართება, რომელსაც ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტო. ღონისძიება საქართველოში ლატვიის საელჩოს,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.
აღნიშნულ ფორუმში ქართული და ლატვიური მხრიდან როგორც საჯარო, ისეკერძო სექტორის200-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ბიზნეს ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებზე (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა) კონცენტრირებული რამდენიმე პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი. ფორუმის მომხსენებლები იქნებიან საქართველოსსაჯარო და კერძო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ვიზიტად მყოფი მსხვილი ლატვიური კომპანიების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრის ბერზინში.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამი შეთანხმების ხელმოწერა:
- ოქმი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ (საერთაშორისო შეთანხმება, ხელს აწერენ საქართველოს და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები);
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი (საერთაშორისო შეთანხმება; ხელს აწერენ საქართველოს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრები);
- ლატვიის რესპუბლიკის კეთილდღეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (უწყებათაშორისი შეთანხმება - ხელს აწერენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და ლატვიის კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე).
მასალის გამოყენების პირობები