2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 456 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 251 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 217 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9431 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2425 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7006 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 4580 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.