2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9431 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2425 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7006 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 4580 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები