24 ნოემბრიდან, აბუ-დაბიში, მაშტაბური საერთაშორისო გამოფენის „SIAL MIDDLE EAST 2014" ფარგლებში ქართული პროდუქციის აქტიური გაცნობა დაიწყება.
როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, გამოფენის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა. ღონისძიება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ მყიდველებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია.
გამოფენაში „SIAL MIDDLE EAST 2014" 52 ქვეყნიდან 700-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 17,000-ს აღემატება საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 600-ზე მეტია.
24-26 ნოემბრის ჩათვლით, ქართული სტენდის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ხელშეწყობით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წვენების, მინერალური წყლის, წყაროს
წყლის, თაფლის და თხილის და ასევე კვების მრეწველობაში მოღვაწე კომპანიები კერძოდ: „არომა პროდუქტი" (ხილის წვენების და ჯემების წარმოება); „კამპა"(ხილის წვენები); „საირმე" (მინერალური და წყაროს წყლის წარმოება); „აქუა გეო" (წყაროს წყალი); აერ კომპანი (თხილი); "კულა" (ხილის გადამუშავება), ნატსჯი/ნატექსი (თხილი); აღსანისნავია, რომ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა დაიგეგმა აბუ დაბიში საქართველოს პრენიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტისა და საქართველოში შეიხ ლუბნას სტუმრობის შემდეგ. ქართული სტენდის ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქციას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე პრემიერ მინისტრს შეიხ მანსურს წარუდგენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან
ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია.
„SIAL MIDDLE EAST 2014" არის რიგით მეხუთე საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ორგანიზებას უწევს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიზანს წარმოადგენს ქართული კომპანიების ინტერნაციონალიზაცია დაგაძლიერება ექსპორტის პოტენციალის ზრდის კუთხით, მათი დახმარება აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები, ასევე
მოახდინონ პროდუქციის დივერსიფიკაცია და აწარმოონ მაღალ კონკურენტუნარიანი საქონელი.
წლის განმავლობაში მოხდა ქართული კომპანიების ხელშეწყობა წარედგინათ საქართველოში დამზადებული პროდუქცია ისეთ მაშტაბუღ საერთაშორისო გამოფენებზე როგორიცაა: GULFOOD 2014 ქ. დუბაი, არაბთა გაერთიანებული ემირატები; „RIGAFOOD 2014", ქ. რიგა, ლატვია; „SIALPARIS 2014", ქ. პარიზი,
საფრანგეთი და„The 15th Western China International fair" ქ. ჩენგდუ, ჩინეთი.