კომპანია Ericsson-მა 2014 წლის მსოფლიოს ტექნოლოგიური ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ პირველ ხუთეულში მოხვდნენ: სტოკჰოლმი, ლონდონი, პარიზი, სინგაპური და კოპენჰაგენი. 2013 წლის რეიტინგისგან განსხვავებით, წელს პოზიციები გაცვალეს პარიზმა და სინგაპურმა. მთლიან რეიტინგში ასევე 9 ახალი ქალაქი მოხვდა: ბერლინი, მინჰენი, ბარსელონა, ათენი, რომი, ვარშავა, მასკატი, აბუ-დაბი და დუბაი.
კვლევამ აჩვენა, რომ ამა თუ იმ ქალაქის ტექნოლოგიური განვითარება დამოკიდებულია თავად მოსახლეობაზე. ანუ როგორი მოთხოვნა და დაკვეთა არსებობს საზოგადოებისგან, რაც შემდგომ კომპანიებს ახალი სერვისების მიწოდებას აიძულებს.