ხვალ, 24 ნოემბერს,14:00 საათზე, „საქპატენტს" (მცხეთის ოფისში) ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ეწვევა.
„საქპატენტის" ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გააცნობს „საქპატენტის" ოთხწლიან სამოქმედო გეგმას. საგულისხმოა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტები, რომელთა განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დახმარებას გაუწევს საქართველოს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის დაფუძნებასთან, საქართველოში საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობასთან და საქპატენტის ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებისა და ტრენინგების მოწყობასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები