საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს, რომლებიც მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერისათვის ითვალისწინებს ADB-ს მიერ 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას.
ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ქეით ჯულიანმა.
პროგრამის ძირითადი მიზანია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.